суббота, 3 октября 2009 г.

ლამაზი მინი მოედანი ჩემს სკოლაში










1.პროექტის სახელი: ლამაზი მინი მოედანი ჩემს სკოლასი.
2.პროექტის მოკლე აღწერა:1-2 წინადადებით:iv კლასის მოსწავლეები თავად ქმნიან სათამაშო მოედნის გარემონტების ბიზნეს გეგმას, რომლის განხორციელებასაც ცდილობენ სპონსორის დახმარებით. ავლენენ პრობლემის დანახვის, გათავისების და გადაჭრის უნარ-ჩვევებს.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები 4-5 ბავშვიან ჯგუფებად იყოფიან. ჯგუფები მოიფიქრებენ, რისი შეცვლა სურთ,როგოფი უნდათ იყოს სათამაშო მოედანი. ამისთვის შეადგენენ გასაწევი სამუშაოების ნუსხას:
1. გაზომავენ ყოფილი მოედნის სიგძეს, სიგანეს.დააკვირდებიან მდებარეობას.
2. ჩამოწერენ იმ მასალების ნუსხას, რომელიც დაეხმარებათ მიზნის მიღწევაში.
3. ინტერნეტში მოიძიებენ სხვადასხვა სათამაშო მოედნების სურათებს და შეაჯერებენ საკუთარ იდეებთან. გააკეთებენ ჩანახატებს.













4.მოსწავლეები ორიენტირდებიან, თუ რომელ უახლოეს ობიექტში შეიძლება საჭირო მასალის შეძენა.
5. შეადგენენ ცხრილს, გააკეთებენ ხარჯთაღრიცხვას და გადასცემენ დაინტერესებულ პირს.
4.მონაწილეთა ასაკი: iv კლასი (9-10 წელი)
5.ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და სხვადასხვა ჟურნალების საშუალებით, მასალების მოძიება და არჩევა, მინი მოედნების ირგვლივ.













7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:გონივრული იერიშით მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ იმ მინი მოედნებს, რომლებმაც მეტი სიმპატია დაიმსახურა. შეარჩევენ მათტვის სასურველ ფერს, ფორმას, დიზაინს. გააკეთებენ ჩანახატს.
8.სარგებელი სხვებისთვის: ამ მოედნით შეეძლება სარგებლობა ყველა მსურველს.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული-წერითი და ზეპირი პრეზენტაციები.
ბუნება-ჰიგიენის წესების დაცვა.
მათემატილა-გაზომვა, პერიმეტრის და ფართობის გამოთვლა.
ხელოვნება-ფერების გამოყენება, ჩანახატის გაკეთება.
ბიზნეს გეგმის მომზადების შემდეგ თითოეული ჯგუფი თავისი ბიზნეს გეგმის პრეზენტაციას. აირჩევენ საუკეთესოს.


















12.პროექტის ფასილიტატორი: თამილა კახიანი
13.ფასილიტატორის ელ,ფოსტა:tamilatamusiakaxiani4@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.tamilatamusia kaxiani4.blogspot.com